10 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რეკრუტერისა და კარიერის კონსულტანტის, ცირა შანავას ინგლისურენოვანი მასტერკლასი გაიმართა, თემაზე: „ერთი რამ, რასაც წარმატებული ხალხი აკეთებს“.
მომხსენებელმა მასტერკლასზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა საკუთარი თავის წარდგენა და კარიერული მიზნების ჩამოყალიბება; როგორ ვგეგმავთ კარიერას და რა დაბრკოლებების წინაშე ვართ სინამდვილეში; სვოტ ანალიზის მნიშვნელობა (SWOT Analysis) და სხვ.
„წარმატებისთვის არ არსებობს ფორმულა, ის თავად უნდა შექმნა!“ - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ცირა შანავამ.
შეგახსენებთ, რომ მასტერკლასი კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის - „ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ“ - ფარგლებში გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება