კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ერთთვიან პრაქტიკას კასტილა ლა-მანჩას კლინიკებში. პრაქტიკა განხორციელდება 2 ნაკადად (10 სტუდენტი - აგვისტო, 6 სტუდენტი - ივლისი) შემდეგ კლინიკებში: HOSPITAL OF TALAVERA DE LA REINA, HOSPITAL OF PUERTOLLANO, HOSPITAL OF MANZANARES.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 16
თანადაფინანსება: 6 მონაწილე მიიღებს უფასო საცხოვრებელს კლინიკების ბაზაზე
1 სტუდენტს საცხოვრებლით უზრუნველყოფს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ესპანური ენის კურსების მონაწილე 2 სტუდენტს საცხოვრებლით უზრუნველყოფს ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრი „იბერია“
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 12 ივნისი, 2022
სააპლიკაციო დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
CV ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge , კანდიდატებმა სათაურის ველში უნდა მიუთითოთ: პრაქტიკა კასტილა ლა-მანჩას კლინიკებში.
შერჩევის პროცედურა:
სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა;
გასაუბრება საუნივერსიტეტო კომისიასთან;
შედეგების დაჯამება ერთიანი კომისიის მიერ (კსუ, ესპანეთის მხარე).
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება;
ენობრივი კომპეტენცია (ინგლისური და/ან ესპანური);
მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (ოთახი 507), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება