კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ერთთვიან პრაქტიკას კასტილა ლა-მანჩას კლინიკებში. პრაქტიკა განხორციელდება 2 ნაკადად (10 სტუდენტი - აგვისტო, 10 სტუდენტი - ივლისი) რეგიონების კლინიკებში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მე-3-ე; მე-4-ე; მე-5-ე და მე-6-ე კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 20
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 10 მარტი, 2023
სააპლიკაციო დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
CV ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge , კანდიდატებმა სათაურის ველში უნდა მიუთითოთ: პრაქტიკა კასტილა ლა-მანჩას კლინიკებში.
შერჩევის პროცედურა:
სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა;
გასაუბრება საუნივერსიტეტო კომისიასთან;
შედეგების დაჯამება ერთიანი კომისიის მიერ (კსუ, ესპანეთის მხარე).
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება;
ენობრივი კომპეტენცია (ინგლისური და/ან ესპანური);
მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (ოთახი 507), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება