უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის, ექიმ-კარდიოლოგ (ნიუ-ორკის მაიმონდის ჰოსფიტალი), ნანა გეგჭკორის ვებინარი გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, სპიკერმა ისაუბრა თავის პროფესიულ გამოცდილებასა და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე, ასევე სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია, როგორ უნდა დაგეგმონ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო კარიერა სწორად.
შეხვედრას მოდერაცია კარიერული განვითარების სამსახურის სტაჟიორებმა, ბესო თავართქილაძემ და თათა კერესელიძემ გაუწიეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება