8 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრის, ელჩის, მიხეილ უკლებას საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს დიპლომატიის ისტორია".
სპიკერმა მიმოიხილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიის პირველი ნაბიჯები და ქვეყნის ირგვლივ შექმნილი იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციის ძირითადი ნიუანსები, ლექციის ბოლოს კი სტუდენტთა კითხვებს უპასუხა.
„ქართული დიპლომატიის კვირეული“ 7-9 ნოემბერს ტარდება და მიზნად ისახავს დიპლომატიური მიმართულებით სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კვირეული ქართული დიპლომატიის დღისადმია მიძღვნილი (3 ნოემბერი), რომელიც დიდ ქართველ მამულიშვილსა და დიპლომატს, სულხან-საბა ორბელიანს უკავშირდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება