18 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ,,ქართული დიპლომატიის უახლესი ისტორია".
ლექციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი, მკვლევარი, ელჩი მიხეილ უკლება უძღვებოდა.
სპიკერმა მიმოიხილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიის პირველი ნაბიჯები და ქვეყნის ირგვლივ შექმნილი იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების ძირითადი ასპექტები, ლექციის ბოლოს კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ლექციის დაწყებამდე სტუმარსა და დამსწრე აუდიტორიას CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ჭალაგანიძე და დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა მიესალმნენ და ყურადღება ელჩის მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებასა და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის განსახილველი თემატიკის აქტუალობაზე გაამახვილეს.
მიხეილ უკლებას საჯარო ლექცია საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება