20 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ვორქშოფი თემაზე -„ეფექტიანი გასაუბრება დამსაქმებელთან“.
შეხვედრაზე კომპანია "ჰიროს" წარმომადგენლებმა: „hiro-ს“ HR ხელმძღვანელმა, მარიამ მეტონიძემ და „hiro-ს“ HR ჯენერალისტმა, ნელიკო კოტორაშვილმა ისაუბრეს საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, კერძო ბიზნესის მოთხოვნებზე კანდიდატებთან მიმართებაში, სახელფასო თუ სხვა სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, სპიკერებმა დეტალურად განიხილეს თუ რა უნარებია საჭირო თანამედროვე გარემოში სასურველ პოზიციაზე დასაქმებითვის.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ გასაუბრებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დამსაქმებლებთან ეფექტიანი გასაუბრების ჩატარების ხელშეწყობას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება