28 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, ცნობილი ინდოელი ოტორინოლარინგოლოგის, დოქტორ რაჯიევ დავანის საჯარო ლექცია გაიმართა.
დოქტორ დავანიმ აუდიტორიას გააცნო ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე ტენდენციები, არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, შეხვედრის დასასრულს კი სტუდენტთა კითხვებს უპასუხა.
ლექციას სტუდენტებთან ერთად ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება