12 დეკემბერს საქართველოს ბანკისა და ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ეკონომიკური ფორუმის“ მორიგი დისკუსია გაიმართა თემაზე: „შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი“.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი.
დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, CIU-ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები.
პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება