10 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლის“ მეხუთე დღე CIU-ს რექტორის მრჩეველს, ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი ფარეშიშვილს დაეთმო თემაზე „ქრისტიანობისა და ისლამის გავლენა მსოფლიო დიპლომატიასა და პოლიტიკაზე“.
მომხსენებელმა მიმოიხილა აღნიშნული რელიგიების ისტორია და გავლენა საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე, მოგვიანებით კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ლექციის დასრულების შემდეგ, ზამთრის სკოლის მონაწილეებმა ცნობილ დიპლომატებზე ჯგუფური პრეზენტაციები წარადგინეს.
დასასრულს სკოლის მსმენელებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სასაჩუქრე პაკეტი და პროფესიული მიმართულების წიგნები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება