დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
თბილისი, ჩარგლის ქუჩა 73
6 - 11 თებერვალი, 2023 წელი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლაში.
მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დარგის კვალიფიციური სპეციალისტებისგან მიიღონ ცოდნა საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის, უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების შესახებ.
სკოლა ლექციებთან ერთად მოიცავს გასვლით ტურს, სადაც მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
რეგისტრაცია - 31 იანვრის ჩათვლით.
იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3QGBJxO
სკოლის მსმენელები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმაში დაფიქსირებული სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
სკოლის განრიგი / თემატიკა / სპიკერები
6 თებერვალი
14:00 - ზამთრის სკოლის გახსნა, მისალმება;
მოდერატორი: CIU-ის რექტორის მრჩეველი, ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ფარეშიშვილი;
CIU-ის რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, თამარა წულეისკირი;
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, დავით ესათია;
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი (ჩართვა პარიზიდან).
ტექნიკური საკითხების გაცნობა
ზამთრის სკოლის კურატორები:
CIU-ის საერთაშრისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ალიკა გუჩუა;
CIU-ის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი.
14:40 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა - პროფესორი ვახტანგ მაისაია;
15:30 - შესვენება;
16:00 - დავალება ჯგუფებში, პრეზენტაცია ცნობილ დიპლომატებზე;
17:30 - დღის შეჯამება.
7 თებერვალი
14:00 - ქართული დიპლომატიის ისტორია - მშვიდობის ქართული პარადიგმა - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ ხონელიძე;
15:30 - შესვენება;
16:00 - შესავალი საერთაშორისო ურთიერთობებში - CIU-ის ასოცირებული პროფესორი, თამარ კიკნაძე;
17:30 - დღის შეჯამება.
8 თებერვალი
14:00 - საქართველო და ნატო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი მრჩეველი, ნათია გვენეტაძე;
15:30 - შესვენება;
16:00 - საქართველო და ევროკავშირი - ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარე, ეკატერინე ქარდავა;
17:30 - დღის შეჯამება.
9 თებერვალი
14:00 - მე-20 საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმოხილვა - CIU-ის პროფესორი, პეტრე მამრაძე;
15:30 - შესვენება;
16:00 - ჰიბრიდული ომები და ტყუილი ინფორმაციის გავრცელება - CIU-ის მოწვეული ლექტორი, დავით ძიძიშვილი;
დღის შეჯამება;
10 თებერვალი
12:30 - 21-ე საუკუნეში სახელმწიფოების წინაშე მდგარი გლობალური საფრთხეები - CIU-ის ასოცირებული პროფესორი, ალიკა გუჩუა;
14:00 - ქრისტიანობისა და ისლამის გავლენა მსოფლიო დიპლომატიასა და პოლიტიკაზე - CIU-ის რექტორის მრჩეველი, ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ფარეშიშვილი;
15:30 - შესვენება;
16:00-18:00 - პრეზენტაციები;
18:00 - სკოლის დახურვა - CIU-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ნანა ამირანაშვილი.
11 თებერვალი
გასვლითი ტური „ქართული დიპლომატიის სათავეებთან“ - თბილისი-ტანძია-ბოლნისი;
მონაწილეთა დაჯილდოება.
მხარდამჭერები:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი;
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება