11 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა“ გასვლითი აქტივობით დასრულდა.
სკოლის მსმენელები, ტრენერები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ, სადაც ბოლნისის სიონი, ქვეშის ციხე და სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი მოინახულეს.
მუზეუმშივე გაიმართა მონაწილეებისა და ტრენერების დაჯილდოება, სადაც მათ სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლის“ ფარგლებში 6-დან 10 თებერვლის ჩათვლით დარგობრივი მიმართულებით 8 ლექცია გაიმართა, რომელსაც სფეროს პრაქტიკოსი ლექტორები და ექსპერტები უძღვებოდნენ.
სკოლაში 50-მდე მსმენელი იღებდა მონაწილეობას, პროექტის მხარდამჭერები კი იყვნენ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ასევე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება