27 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ასისტენტ-პროფესორ, დოქტორ ნანა პარინოსის ერთობლივი ინიციატივით, „პროფესიული ინგლისურის“ კურსის ფარგლებში, ჩატარდება დებატები: „მეფე და რეფორმა“.
სტუდენტები, ინგლისურ ენაზე წარადგენენ რჩეული ქართველი რეფორმატორი მეფეების ღვაწლს, მოეწყობა ჯანსაღი პოლემიკა, რის შედეგადაც გამოვლინდება გამარჯვებული რეფორმატორი მირონცხებულთა შორის, რომლის ნაბიჯებმაც მნიშვნელოვნად დააწინაურა ქვეყნის განვითარება.
აღნიშნული პროექტის მიზანია, დაეხმაროს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებს, გამოავლინონ ისტორიული წარსულის ცოდნა ინგლისურ ენაზე.
კურსის ფარგლებში გამოიცემა ინგლისურენოვანი დამხმარე სახელმძღვანელო სახელწოდებით - „მეფე და რეფორმა“.
დასწრება თავისუფალია!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება