1 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, დავით ფეიქრიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების მექანიზმები სამხრეთ კავკასიის რეგიონის აქტორების მაგალითზე“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია, ოფიციალური რეცენზენტები კი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა.
ნაშრომის დაცვისა და შესაბამისი პროცედურების შემდეგ, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დავით ფეიქრიშვილს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება