8 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, კომპანია „გეფას“ HR ბიზნეს პარტნიორის, თინათინ მამუჭაძის მასტერკლასი გაიმართა თემაზე - „დასაქმება ფარმაცევტულ სფეროში“.
„გეფა“ (საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი) ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტლების ქსელს, პოლიკლინიკებს, სააფთიაქო ქსელს, სადაზღვევო კომპანიასა და ლაბორატორიას აერთიანებს.
შეხვედრაზე მომხსენებელმა „გეფას“ საქმიანობის სპეციფიკა, მიმდინარე ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამები მიმოიხილა.
მასტერკლასი კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის „ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ“ და „გეფასთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება