განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა „მევენახეობა და მეღვინეობის“ უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭო.
აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ოლანი გოცირიძე.
საბჭოს შემადგენლობაში, ასევე, შედიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ირმა მდინარაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მაია მირველაშვილი და შპს „სფრინგ ფილდსის“ დამფუძნებელი, CIU-ს კონსულტანტ-მეღვინე საბა ქიტიაშვილი.
„მევენახეობა და მეღვინეობის“ უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭო, რომელიც 2 წლის ვადითაა უფლებამოსილი, სულ 16 წევრისგან შედგება.
აღნიშნული საბჭოს შექმნის მიზანია, მევენახეობა და მეღვინეობის სფეროში არსებული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის შესაბამისი დარგობრივი მახასიათებელების მომზადება, რომლებიც დეტალურად მოაწესრიგებს კვალიფიკაციების თავსებადობის ფარგლებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი სფეროს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების ჩამოყალიბების/მოდიფიკაციის პროცესში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება