კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (CIU) და საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ცხადდება მიღება „ღვინის ტურიზმის“ სასერტიფიკატო კურსის მესამე ნაკადზე. კურსი შემუშავდა საქართველოსა და ესპანეთის ღვინის ტურიზმის გამოცდილი ექსპერტების მიერ. მათ შორის, კატალონიის ღვინის ტურიზმის ინსტიტუტის პროფესორის, ბეგონია ფერნანდეს ბენიტესი/BEGOÑA FERNÁNDEZ BENÍTEZ- ისა და ტურიზმის დარგის ექსპერტის, ვიკა შარიას მიერ.
ღვინის ტურიზმის ტრენინგკურსი გათვალისწინებულია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისა და ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ პირთათვის. იგი მიზნად ისახავს, დაინტერესებულ პირებს მისცეს და გაუღრმავოს ღვინის ტურიზმის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
კურსის შინაარსი
ტურისტული ბაზრის სტრუქტურა
ტურისტული შუამავლობა, როგორც ტურისტული მარკეტინგის ღერძი; ამ პროცესში ჩართული ძირითადი მხარეები და მათი როლი პროდუქტის კომერციალიზაციაში;
ძირითადი ტურისტული სერვისების სტრატეგიული მართვა;
მოლაპარაკება, შუამავლებს შორის კოორდინირება, ტურისტული ბიზნესმოდელის არჩევა.
ტრენერი - ბეგონია ფერნანდეს ბენიტესი/BEGOÑA FERNÁNDEZ BENÍTEZ, კატალონიის ღვინის ტურიზმის ინსტიტუტის პროფესორი; ტურიზმის პროფესორი CETT საუნივერსიტეტო სკოლაში (Barcelona School of Tourism, Hospitality and Gastronomy), ღვინის ტურიზმის ექსპერტი.
ხანგრძლივობა: 6 საათი - 3 შეხვედრა
ტრენინგი ჩატარდება ესპანურ და ქართულ ენებზე. უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი.
შეხვედრების თარიღი/დრო: 20, 22, 25 აპრილი
შეხვედრების ფორმატი - დისტანციური (ZOOM)
ტურისტული პროდუქტის შექმნა და მდგრადობა
ტურისტულ პაკეტში ხარჯების გაანგარიშებისა და ფასების მომზადების მნიშვნელობა;
ფასის გამოთვლა, როგორც ინვივიდზე, ასევე ჯგუფზე;
მოგება, ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების აღნიშვნა;
წარმოების მენეჯმენტი: პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პროცესი;
მდგრადობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროდუქტების შექმნა;
რეგიონების განვითარება ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნების მეშვეობით, სიმდიდრისა და კეთილდღეობის გენერატორები ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის.
ტრენერი - ბეგონია ფერნანდეს ბენიტესი/BEGOÑA FERNÁNDEZ BENÍTEZ, კატალონიის ღვინის ტურიზმის ინსტიტუტის პროფესორი; ტურიზმის პროფესორი CETT საუნივერსიტეტო სკოლაში (Barcelona School of Tourism, Hospitality and Gastronomy), ღვინის ტურიზმის ექსპერტი.
ხანგრძლივობა: 4 შეხვედრა (8 საათი)
ტრენინგი ჩატარდება ესპანურ და ქართულ ენებზე. უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი.
შეხვედრების თარიღი/დრო: 27, 29 აპრილი; 2, 4 მაისი
შეხვედრების ფორმატი - დისტანციური (ZOOM)
ტურისტული დანიშნულების ადგილების ანალიზი (გლობალურ ჭრილში)
დანიშნულების ადგილის გეოგრაფია და ანალიზი;
ღვინის ტურიზმის წარმატებული მოდელების კვლევის შედეგები
ტრენერი - ბეგონია ფერნანდეს ბენიტესი/BEGOÑA FERNÁNDEZ BENÍTEZ, კატალონიის ღვინის ტურიზმის ინსტიტუტის პროფესორი; ტურიზმის პროფესორი CETT საუნივერსიტეტო სკოლაში (Barcelona School of Tourism, Hospitality and Gastronomy), ღვინის ტურიზმის ექსპერტი.
ხანგრძლივობა: 1 შეხვედრა - 2 საათი
ტრენინგი ჩატარდება ესპანურ და ქართულ ენებზე. უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი.
შეხვედრის თარიღი/დრო: 6 მაისი
შეხვედრის ფორმატი - დისტანციური (ZOOM)
ტურისტული დანიშნულების ადგილების ანალიზი (საქართველოს მაგალითზე)
დანიშნულების ადგილის გეოგრაფია და ანალიზი საქართველოს ჭრილში
ქვეყანაში არსებული ტურისტული რესურსების დეტალური ანალიზი
საქართველოს უნიკალური მახასიათობლები, ასევე ქვეყანაში არსებული სირთულეები და დაბრკოლებები
ტურისტული პროდუქტები სეზონის, ამინდის, ხელმისაწვდომობის ფაქტორების გათვალისწინებით
ტრენერი: ვიკა შარია, ტურიზმის დარგის ექსპერტი, ტრენერი, ლექტორი. კომპანია ODA DMC დირექტორი/დამფუძნებელი.
შეხვედრის თარიღი/დრო: 11 მაისი
შეხვედრის ფორმატი - არჩევითი: დასწრებული/დისტანციური (ONLINE/OFFLINE)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჩარგლის ქუჩა #73.
ღვინის ტურიზმის მარკეტინგი, ვიზიტორების სეგმენტირება და მომსახურების კულტურის შექმნა
- ღვინის ტურისტული მიმართულებების და პროდუქტების ანალიზი საქართველოში
- სამიზნე აუდიტორიის მოძიება და გაფილტვრა;
- საკომუნიკაციო და მარკეტინგული არხები, როგორ გავიდეთ ახალ ბაზრებზე, მათი დივერსიფიკაციის მნიშვნელობა;
- ტურისტული ატრაქციონების მრავალფეროვნება და მათი გავლენა რეგიონებზე (საქართველო);
- ტურიზმის დეცენტრალიზაცია, ქალაქების განტვირთვა, რეგიონების განვითარება;
- ტურიზმის სინერგია გარემოს დაცვასთან და ეკოპროდუქტების შექმნასთან.
ტრენერი: ვიკა შარია, ტურიზმის დარგის ექსპერტი, ტრენერი, ლექტორი. კომპანია ODA DMC დირექტორი/დამფუძნებელი.
ხანგრძლივობა: 2 შეხვედრა
შეხვედრის თარიღი/დრო: 13,16 მაისი
შეხვედრის ფორმატი - არჩევითი: დასწრებული/დისტანციური (ONLINE/OFFLINE)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჩარგლის ქუჩა #73.
ტრენინგის დეტალები
ტრენინგი ჩატარდება ქართულ და ესპანურ ენებზე. უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი.
შეხვედრების თარიღი: 20, 22, 25, 27, 29 აპრილი; 2, 4, 6, 11, 13, 16 მაისი
შეხვედრების დრო: 19:00-21:00/22:20 (2-3.5 სთ) - სამშაბათი/ხუთშაბათი
12:00-14:00/15:20 (2-3.5 სთ) - შაბათი
კურსის ფორმატი: არჩევითი: დასწრებული/დისტანციური (ONLINE/OFFLINE)
ღირებულება - 650 ლარი
საათების ჯამური რაოდენობა: 26 სთ.
კურსდამთავრებულს გადაეცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) და საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/bURZddiKa1vAVEgb9
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 აპრილი ჩათვლით, 18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge.
ტრენინგცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება