ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით 2-5 მაისს გაიმართება ფინანსების კვირეული. პროექტის მიზანია, ფინანსების საბაკლავრო პროგრამის სტუდენტებს მიაწოდოს პრაქტიკული ცოდნა არსებული ბიზნეს გარემოს, მასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პანელური დისკუსია, საჯარო ლექცია, ვებინარი, მასტერკლასი.
პანელური დისკუსია - ქრაუდფანდინგი
თემა - „სახალხო დაფინანსება (Crowdfunding) - ინოვაციური ფინანსური რესურსი დამწყები მეწარმეებისთვის“.
თარიღი - 2 მაისი 14:00 სთ, 401 აუდიტორია
სპიკერები:
ხათუნა სანდროშვილი - ინოვაციების სპეციალისტი, გაეროს განვითარების პროგრამა;
მარიამ მიროტაძე - საქართველოს ქრაუდფანდინგის ასოციაციის ხელმძღვანელი;
რევაზ ბარბაქაძე - მონაწილეობითი მმართველობის ექსპერტი, რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი.
შეხვედრა: გაყიდვების ფსიქოლოგია - რატომ ყიდულობენ ადამიანები
თარიღი - 3 მაისი 14:00 სთ, 402 აუდიტორია
სპიკერი - სალომე გიორგბერიძე - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ევრო კრედიტის“ გაყიდვების დირექტორი.
შეხვედრა დამსაქმებელთან
თემა - კარიერა TBC ბანკში
თარიღი - 4 მაისი, 15:00 სთ, 101 აუდიტორია
სპიკერი - ნანუკა ჯობავა - ტალანტების მართვის მენეჯერი.
საჯარო ლექცია
თემა - ,,საქართველოს საბანკო - საფინანსო სექტორი, საკრედიტო რისკი და მინიმიზაციის მეთოდები“.
თარიღი - 5 მაისი 12:00სთ, 101 აუდიტორია
სპიკერი - ალექსანდრე ლორთქიფანიძე - შპს „ფეი უნიქარდი” შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.
წარმატებული კურსდამთავრებულის სტუმრობა
თემა - კარიერული განვითარების გამოწვევები.
თარიღი - 5 მაისი 13:00 სთ, 101 აუდიტორია
სპიკერები:
შორენა ქურდაძე - CIU-ს ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ალექსანდრე ხვედელიანი - სს ,,პაშა ბანკი საქართველო” საცალო რისკების ანალიტიკოსი;
სალომე სურამელი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ელმირა კუპრეიშვილი - სსიპ იუსტიციის სახლის სივრცის კოორდინატორი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება