კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მარკეტინგული კვლევების ლაბორატორია, აცხადებს ბიზნეს კვლევების სტუდენტურ კონკურსს: ,, ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, ამასთან მხარი დაუჭიროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის გლობალურ მიზნებს; გაზარდოს ცნობადობა სტუდენტებში ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის სურსათის დანაკარგების შემცირების საკითხების მნიშველობასთან და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით.
დარეგისტრირდი, წარადგინე საუკეთესო პროექტი შენს გუნდთან ერთად და გახდი გამარჯვებული. მონაწილეები სერტიფიკატებითა და უნივერსიტეტის ბრენდირებული ნივთებით დაჯილდოვდებიან, გამარჯვებულ გუნდს კი ფულადი პრიზი გადაეცემა.
რეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/3NAAXDi
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 5 მაისს, 15:00 საათზე, 401-ე აუდიტორიაში და 8 მაისს, 14:00 საათზე, 412-ე აუდიტორიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ - მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელს -თათია ბრეგვაძეს, აუდიტორია 407, tatia.bregvadze@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება