აბიტურიენტთა განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, CIU-ს პროექტი „ბიზნეს აკადემია 2“ იწყება!
პროექტი ხორციელდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით.
პროექტის შინაარსობრივი ნაწილი შედგენილია, Harvard Business Publishing Education-ის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და The Economist Educational Foundation-ის მიერ მოწოდებული მასალებით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტისა და საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის მიერ შექმნილი კურსი, აბიტურიენტს სთავაზობს საბაზისო ცოდნას ბიზნესის შესახებ (კურსი მოიცავს ფინანსების, მენეჯმენტისა და ტურიზმის თემატიკას).
პროექტის მიზანია აბიტურიენტებს მივაწოდოთ ზოგადი ცოდნა არსებული ბიზნეს გარემოს, მასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ.
დარეგისტრირდი 20 მარტამდე: https://bit.ly/3rKrVIu
შეაფასე საკუთარი შესაძლებლობები პროფესიაში, მიიღე სერტიფიკატი, ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსის 1000 ლარიანი ვაუჩერი.
პროექტი შედგება 5 სალექციო შეხვედრისგან და ჩატარდება ონლაინ ფორმატით.
პროექტის მიზანია აბიტურიენტებს მივაწოდოთ ზოგადი ცოდნა არსებული ბიზნეს გარემოს, მასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ.
შეაფასე საკუთარი შესაძლებლობები პროფესიაში, მიიღე სერტიფიკატი, ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსის 1000 ლარიანი ვაუჩერი.
თემატიკა და სპიკერები:
გიორგი აბაშიშვილი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
"ბიზნესის დაწყება, ბიზნეს გარემო და ლიდერობა"
როგორ დავიწყოთ ბიზნესი და ვმართოთ გუნდი?
როგორ შევქმნათ ბიზნეს მოდელი, რომელიც მარტივად უპასუხებს ცვლილებებს და მოერგება კონკურენტულ გარემოს ?
როგორ მივიღოთ დაფინანსება ჩვენი ბიზნესისთვის?
რა შეიძლება იქცეს ბიზნესის წარმატების ფაქტორებად?
სალომე ლიპარტელიანი
საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ბიზნეს პორტალ BPI.GE ბიზნეს პროცესების მენეჯერი. CIU ბიზნეს ინსტიტუტის (CIU_BI) კოორდინატორი.
"საფინანსო სექტორი და ფინანსური გადაწყვეტილებები"
რამდენად განვითარებულია საბანკო სექტორი საქართველოში?
როდის არის გამართლებული დაზოგვა?/ როგორ დავზოგოთ ფული უსაფრთხოდ?
როდის არის გამართლებული ინვესტირება?
რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ბიუჯეტი და როგორ შევადგინოთ ის?
რას ნიშნავს ფინანსური უსაფრთხოება და რა ტიპის რისკები არსებობს?
გოგიტა თოდრაძე
2018 წლის მაისიდან საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი. 2017 წლის ნოემბრიდან არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ბიზნეს სტატისტიკის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ხოლო 2019 წლის მაისიდან, გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი. 2020 წლის აგვისტოში აირჩიეს გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
"ბიზნესი და ეკონომიკა ციფრებში"
როგორ ვისწავლოთ ეკონომიკა მარტივად?
რა სპეციფიკით ხასიათდება საქართველოს ეკონომიკა?
რა გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდას ჩვენზე და როგორ ითვლება ტურიზმი?
რას ნიშნავს ინფლაცია?
მაია მელიქიძე
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში 2016-2017 წლებში. 2020 წლის სექტემბრიდან ენერგიის მარეგულირებლის რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე, რომელიც მოიცავს 48 ქვეყანას. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
"ენერგეტიკა და ფასები"
ვინ არიან საქართველოს ენერგო პარტნიორები? როგორ ვიყოთ მეტად ენერგო დამოუკიდებლები?
სად ვყიდულობთ და სად ვყიდით ენერგო რესურსებს?
როგორ ითვლება ტარიფები (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია, წყალი).
ირაკლი ლექვინაძე
ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, 2018-2019 წლებში საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი. 2015 – 2017 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
"კონკურენცია და ფასები - როგორი უნდა იყოს კონკურენტული ბიზნესი"
რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი კონკურენტული გარემოს არსებობა ბიზნესისათვის?
რა მახასიათებლებით ხასიათდება ქართული კონკურენტული ბიზნეს გარემო?
არსებობს თუ არა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები საქართველოს ბაზარზე?
რა გავლენა აქვს კონკურენციას ფასებზე?
რა ტიპის კონკურენტული სტრატეგიები არსებობს და რომელს იყენებენ ქართული წარმატებული კომპანიები?/რომელ კონკურენტულ სტრატეგიებს ვხვდებით ქართულ რეალობაში/ქართულ ბაზარზე?
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება