7 აპრილს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კინოდრამატურგისა და რეჟისორის, ბესო ოდიშარიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „თანამედროვე სცენარის ანალიზი“.
სპიკერმა სცენარის სხვადასხვა სტილსა და კინოდრამატურგიაში მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - „ქორწილი“ - ჩვენება, შემდეგ კი დისკუსია გაიმართა.
საჯარო ლექციას მოდერატორობას CIU-ს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი, კინომცოდნე რუსუდან კვარაცხელია უწევდა.
შეხვედრას, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება