31 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ბაქარ გვაზავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „პოლიტიკური პროცესების თავისებურებები სამხრეთ კავკასიაში და რეგიონული ინტეგრაციის პერსპექტივები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან: პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან შოშიაშვილი, ოფიციალური რეცენზენტები კი - ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია კაპანაძე და პოლიტიკის აკადემიური დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ჯოჯიშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაქარ გვაზავას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება