23 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და პერსონალის მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი : „წარმატებული კვლევითი საგრანტო აპლიკაციის მომზადება და წარდგენა“.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
როგორ ჩამოვაყალიბოთ კვლევის გეგმა საგრანტო პროექტად - ზოგადი მიმოხილვა;
საპროექტო წინადადების ძირითადი სტრუქტურა (სამეცნიერო კვლევა; სამეცნიერო ეფექტიანობა; მკვლევართა გუნდი; გეგმა-გრაფიკი; ბიუჯეტი) და ქვეკრიტერიუმების განხილვა;
საპროექტო წინადადების თითოეული კომპონენტის ძლიერი და სუსტი მხარეები ექსპერტების შეფასებების მიხედვით;
კვლევაში ჩართული მხარეები და პარტნიორების მოძიების გზები და მეთოდები;
რეაქცია საგრანტო აპლიკაციის შემფასებელი ექსპერტების კრიტიკაზე.
ტრენინგს უძღვებოდა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შორენა ქურდაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, აფილირებული, აკადემიური პერსონალი და პროგრამის ხელმძღვანელები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება