3 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „სწავლა წარმატებისთვის“.
ლექციას ამერიკელი პროფესორი, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი შირლი ლი უძღვებოდა.
სპიკერმა ლექციის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გააკეთა სწავლის დროის ოპტიმიზაციისთვის სასარგებლო სტრატეგიაზე, მათ შორის, აღსანიშნავია, დროის მენეჯმენტი, სწავლის სტილი, ჩანაწერების აღება და მეხსიერების როლი, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ლექციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება