ალკალას უნივერსიტეტში (ესპანეთი) Erasmus+ Staff Week გაიმართა, სადაც საქართველოს, კანადის, აზერბაიჯანის, სამხრეთ აფრიკის, ეკუადორის, ბრაზილიისა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმაც მიიღო, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თამარ ლაღიძე წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრა ბურგოსის უნივერსიტეტთან, სადაც პროგრამაში ესპანური ენის ინტენსიური ინტეგრირება დაიგეგმა, შესაბამისად CIU-ს სტუდენტებს, როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ისე ბურგოსის უნივერსიტეტის დიპლომის აღების შესაძლებლობა ექნებათ.
CIU-ს სტუდენტებს თანამშრომლობის ფარგლებში საშუალება ექნებათ პრაქტიკებისთვის სხვადასხვა მარნებს ესტუმრონ. ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა ვიზიტი მურსიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც CIU-ს საერთაშორისო უნივერსიტეტის დეპარტამენტთან ერთად, შემოდგომისთვის დაიგეგმა საქართველოს დღეების ორგანიზება, CIU კი წარმოდგენილი იქნება მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტითა და სტუდენტების მიერ ნაწარმოები ღვინით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება