18 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტების „ბიზნეს აკადემია“ და „გახდი იურისტი“ დაჯილდოება გაიმართა.
პროექტები ონლაინ სატრენინგო ფორმატში აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ პროფესიებს, შეხვდნენ შესაბამისი სფეროს აქტიურ/პრაქტიკოს წარმომადგენლებსა და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.
მონაწილეებს პირადად უმასპინძლა CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, ხოლო ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ და სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თამთა წირქვაძემ პროექტის მონაწილეები სერტიფიკატებითა და უნივერსიტეტისგან დამატებითი სასწავლო ინვესტიციებით დააჯილდოვეს - 1000₾ ციფრული ტექნოლოგიების კურსის ვაუჩერი და 5000₾ CIU CARD.
პროექტებში, რომლებშიც 400-მდე აბიტურიენტი ჩაერთო, თავისი ფორმატითა და შინაარსით პირველია საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს აბიტურიენთა მხარდამჭერ პროექტებს, რომლებიც პროფესიების უკეთ გაცნობასა და უნივერსიტეტის მხრიდან წამახალისებელ შეთავაზებებზეა ორიენტირებული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება