19-21 ივლისს, დაბა ბაკურიანში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ტრენინგ-კურსი გაიმართა, თემაზე: „XXI საუკუნის გეოპოლიტიკური ტრანზიცია და საერთაშორისო უსაფრთხოების ასპექტები“.
სამდღიან ტრენინგ-კურსს, რომელიც სასტუმრო „ვილა ბაკურიანში“ ჩატარდა, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია უძღვებოდა. მომხსენებელმა თანამედროვე შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე, სახელმწიფო გადატრიალების ფენომენსა და მის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრა. ასევე უსაფრთხოების მიმართულებით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს საშინაო პოლიტიკისა და რეგიონის აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, შემდეგ სასწავლო წელსაც აქტიურად იგეგმება უცხოელ და ადგილობრივ პროფესორთა ტრენინგ-კურსები, ასევე საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე სხვადასხვა აქტივობები, სტუდენტური კონფერენციები და ვორქშოპები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და კონკურენტულ გარემოში დამკვიდრებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება