კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის ორგანიზებით, 28 იანვრიდან - 1 თებერვლის ჩათვლით, „ერასმუს +“ ფარგლებში შექმნილ ინოვაციურ ტრენინგ კურსი: ,,მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის კონტროლი სურსათის უვნებლობის კონტექსტში“(Wine production quality control in the context of food safety) - გაიმართა.
ხუთდღიანი ტრენინგი, (30 საკონტაქტო საათი) (ტრენერები:მ. მიქიაშვილი, მ. მდინარაძე, ი. ჭანტურია, ს. ქიტიაშვილი) ხუთი მოდულისაგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებასა და ლაბორატორიულ მუშაობას: ლაბორატორიული პრაქტიკის საერთო პრინციპები, სურსათის უვნებლობა, ღვინის ხარისხის კონტროლი და ფალსიფიკაცია, ღვინის შემადგენლობის განსაზღვრის ქიმიური და ინსტრუმენტალური მეთოდები და ღვინის ხარისხის სენსორული კონტროლი.
ტრენინგის 15-მა მონაწილემ ისეთ მნიშნელოვან საკითხებზე მიიღო დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა: ლაბორატორიების ორგანიზირებისა და ფუნქციონირების ძირითადი მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტები ISO 17025, 9001, 14001, 45001, ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების დონეები, ლაბორატორიული პრაქტიკის მოქმედი ევროპული რეგულაციები, სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე კონცეფცია - „ფერმიდან სუფრამდე“ მიდგომა, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის არსი, გამოვლენის საშუალებები, კანონმდებლობა და რეგულაციები, ქრომატოგრაფიული მეთოდის არსი, სენსორიკის თეორიული საფუძვლები, დეგუსტაციის პირობები, ტექნიკა და სხვა.
1 თებერვალს, ტრენინგის დასკვნით დღეს, კსუ-ს ბაზაზე არსებულ მარან ,,კოლხში“, ტრენინგის შეჯამებისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება