29 აპრილს კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბმა „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატი გაზაფხულის სეზონით განაახლა, სადაც მონაწილეობას გამოცდილ გუნდებთან ერთად, დებიუტანტებიც იღებენ.
პირველ ტურში, გუნდებმა წამყვანისა და სტუმრებისგან 36 შეკითხვას უპასუხეს.
თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ: ISFED-ის პროექტების მენეჯერი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი - ნინო გვილია და ISFED-ის მკვლევარი, ტრენერი - შოთა ნარსია. სტუმრებმა, გუნდებს სიმბოლურად თითო კითხვა დაუსვეს და წარმატებები უსურვეს.
პირველი ტურის შედეგად საპრიზო სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. „ბრაჰმანების კასტა“ - კაპიტანი მარიტა შეშელიძე (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
2. „ჰიდრა“ - კაპიტანი ირაკლი ხეჩიკაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი);
3. „ნიკე“ - კაპიტანი ნანა კორტავა (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
„რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სეზონი სამი ტურისგან შედგება, სადაც გამარჯვებული ჯამური ქულების შედეგად გამოვლინდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება