28 ნოემბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს #GITA მიერ ორგანიზებული ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულების სტარტაპ კონკურსის #UNI4VERSE ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდასაუნივერსიტეტო ეტაპი გაიმართა.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკების დეპარტამენტის უფროსი გიორგი კეჟერაშვილი და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე დავით გორგაძე.
CIU-ს შიდასაუნივერსიტეტო კონკურსზე ჟიურის წინაშე თავიანთი პროექტებით წარდგა სამი გუნდი, რომელთაგან გამარჯვება მოიპოვა პროექტმა - „ჩაკო“ (მზის ენერგიაზე მომუშავე ეკომეგობრული ჩანთები). გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაა: გიორგის ხატიაშვილი, ალექსანდრე ბეგიაშვილი, ბექა ვანაძე, დათო ირემაძე. აღსანიშნავია, რომ გუნდები საკონკურსოდ მოამზადა მენტორმა, CIU-ს „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელმა, ია ნადირაშვილმა.
გამარჯვებული გუნდი ფინალურ ეტაპზე აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთვება, 13 დეკემბერს დაგეგმილ დემო დღეზე კი ქვეყნის მასშტაბით 18 უნივერსიტეტიდან საუკეთესო გამოვლინდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება