2-3 თებერვალს, კავკსასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ორთოპედ სტომატოლოგთა კავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სტომატოლოგებისთვის შექმნილი ტრენინგი „გულ-ფილტვის რეანიმაცია + ანაფილაქსია" ჩატარდა.
ორდღიანი კურსი, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას გულისხმობდა და ჯამში ცხრა მსმენელმა გაიარა. ტრენინგს ექიმი - ქეთევან ველიაშვილი უძღვებოდა.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, სასწავლო კურსები და ტრენინგები კსუ-ს ბაზაზე მომავალშიც ინტენსიურად გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება