21 მარტს, კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის - „ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ“ ფარგლებში, ნინო ჯინჯოლავას მასტერკლასი გაიმართა, თემაზე: „თვითბრენდინგი და კარიერის დაგეგმვა“.
ნინო ჯინჯოლავა HR საკონსულტაციო ჯგუფის „HR Partners“ ხელმძღვანელია, რომელმაც შეხვედრაზე აუდიტორიასთან დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის წინაშე არსებულ ამოცანებზე ისაუბრა. სტუდენტებს გააცნო ის ეფექტიანი საშუალებები, რომლის გამოყენებაც შეეძლებათ სამუშაოს ძიების პროცესში, გააცნო კონკრეტული ტაქტიკები და გამართული CV-ის შედგენის მეთოდები.
„ნუ ელოდებით, რომ დამსაქმებელი კარზე მოგიკაკუნებთ, მიუკაკუნეთ მას თვითონ“ - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ნინო ჯინჯოლავამ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება