6-10 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი „ინფორმაციის მენეჯმენტი“(Information Management). ინტენსიური პრაქტიკული სწავლების კურსი (ტრენინგი) ორიენტირებულია ინფორმაციის მენეჯმენტში ტექნიკისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.
ტრენინგს გაუძღვებიან კსუ-ს პარტნიორი შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯის (ლიეტვუა) მენეჯმენტისა და კომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორები - რიტა იაკუტიენე და დაივა ცივილკიენე.
ტრენინგ კურსის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 1 მაისამდე: ბმული
ტრენინგის სამუშაო ენა არის ინგლისური.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - მაქსიმუმ 20 მონაწილე.
ტრენინგ კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
ტრენინგი ხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (513-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება