კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ტრენინგი - „საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ძებნის მექანიზმები და გამოყენება“ გაიმართა, რომელსაც კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტმა სულ ახლახანს შეიძინა ახალი საერთაშორისო მონაცემთა ბაზა - HeinOnline Legal Classics, რომელიც აერთიანებს 380-ზე მეტ სრულ ტექსტურ გამოცემასა და 470 ინდექსირებულ პუბლიკაციას, სამართლისა და სამართლებრივი საკითხების, მათ შორის სისხლის სამართლის, ეთიკის, ფედერალური სამართლის, საერთაშორისო სამართლის, შრომისა და ადამიანური რესურსების კანონის, სამედიცინო სამართლის, ორგანიზებული დანაშაულისა და გარემოს შესახებ.
სწორედ ამ ბაზების უკეთ გაცნობასა და ანალიზს მიეძღვნა აღნიშნული ტრენინგი, რომელიც შპს „Innovative Systems Management“-ის წარმომადგენლებმა - ნანა ხუსკივაძემ და მაია მეტრეველმა ჩაატარეს.
„Innovative Systems Management“-ის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიასთან დეტალურად მიმოიხილეს ბაზის როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური საკითხები, რომლებიც სფეროს წარმომადგენლებს, ისევე როგორც სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს, ბაზის აქტიურად გამოყენებას გაუიოლებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება