14 ივნისს, პროექტის „Sustainable development based on the concept of social responsibility: Budgets & Reporting & Communications” ფარგლებში კსუ-ს ესტუმრა Lane Kirkland Scholarship Program-ის 4 კურსდამთავრებული.
შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან ადმინისტრაციის წარმომადგენლები სესილი გოგიბერიძე, სვეტლანა კირაკოსიანი, თეა ლაზარაშვილი და ვახტანგ სვანაძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატით ისეთი მნიშვნელოვანი თემები განიხილეს, როგორიცაა: კსუ-ს აკადემიურ პერსონალთან ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობები; უკრაინულ და პოლონურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დამყარება; კსუ-ს პროფესორთა ნაშრომების საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალებში პუბლიკაციის შესაძლებლოობები. შეხვედრაზე ასევე გაიმართა პროექტის - „Sustainable development based on the concept of social responsibility: Budgets & Reporting & Communications” - პრეზენტაცია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება