16 თებერვალს „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაცია 2020-ის“ მოწვევით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში, ილია გიორგაძე ესტუმრა.
ელჩთან შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი - კახაბერ კორძაია, ვიცერექტორი - ვახტანგ წივწივაძე და „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი - ლაშა ბოდაველი ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს მევენახეობა-მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და ესპანური მხარისგან ხელშეწყობაზე, რაშიც ელჩმა აქტიური თანამონაწილეობის მზაობა გამოთქვა.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი, მათ შორის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები და მულტიმედია ცენტრი მოინახულა, შემდეგ კი ვიზიტი მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კორპუსში გაგრძელდა, სადაც ელჩს „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის“ საპატიო პრეზიდენტის წოდება მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება