15 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ გაიმართა.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. აუდიტორიას მიესალმნენ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილი და კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე სესილი გოგიბერიძე.
კონფერენციაში მონაწილეობა 260-მდე მომხსენებელმა მიიღო, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციაზე მოხსენებები 15 სექციასა და ქვესექციაში წარადგინეს. სექციები შემდეგ თემატიკას მოიცავდა: საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; მედიცინა; ბიზნესი და ტექნოლოგიები; სამართალი; მევენახეობა-მეღვინეობა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე დამკვიდრებული ტრადიციით სპეციალური სექცია დაეთმო მოსწავლეებს, რომლებმაც მოხსენებები მომავალ სტუდენტთა სექციაში წარადგინეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება