2022 წლის გაზაფხულში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კასტილა-ლა მანჩას ჯანდაცვის სამსახურს (The Health Service of Castilla-La Mancha) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების ფარგლებში CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ კასტილა-ლა-მანჩას რეგიონის წამყვან კლინიკებში ერთთვიანი პრაქტიკა გაიარონ.
ამა წლის მაისში გამოცხადდა კონკურსი სტუდენტებისთვის, რომლის შედეგად სულ 14 ქართველი და უცხოელი სტუდენტი შეირჩა. ივლისის თვეში CIU-ს 8 სტუდენტი გაემგზავრა კასტილა-ლა-მანჩას ორ კლინიკაში. მარიამ ფხალაძე, ანი გულვერდაშვილი, ნინო ჯაჯანიძე და გია აბლოთია პრაქტიკებს „კუენკას“ საავადმყოფოში, ხოლო მარიამ ჩაკაბერია, მარიამ შულაია, დეა შალამბერიძე და მარტინ ბექი -„ტალავერა დე-ლა-რეინას“ საავადმყოფოში კლინიკურ როტაციებს გაივლიან ანესთეზიის, ოფთალმოლოგიის, სასწრაფო დახმარების და სხვა განყოფილებებში. სტუდენტებისთვის ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ვორქშოპები და სასწავლო ვიზიტები.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ოთხი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს საცხოვრებელი უნივერსიტეტმა დაუფინანსა, ხოლო ერთს ესპანური კულტურის ცენტრ „იბერიამ“. ასევე, როტაციის დროს სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო კვებით კლინიკებში.
CIU-ს სტუდენტთა მეორე ჯგუფი აგვისტოში გაემგზავრება ესპანეთში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება