2024 წლის 26 ივნისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 305-ე აუდიტორიაში შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თამარ დევიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე “პანთურქიზმის გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონულ უსაფრთხოებაზე“.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
რევაზ ჯორბენაძე, ფსიქოლოგიის დოქტორი ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
ნიკა ჩიტაძე, გეოგრაფიის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
მაია მანჩხაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება