4 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით TBC ბანკის HR ტალანტების მართვის მენეჯერმა, ნანუკა ჯობავამ, სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
სპიკერმა შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილა TBC ბანკში სტუდენტური სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები, მოგვიანებით კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
საჯარო შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა კლდიაშვილმა გახსნა.
ღონისძიებას სტუდენტები და ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება