კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულმა, ასისტენტ-პროფესორმა და სამეცნიერო პროექტების კოორდინატორმა შორენა ქურდაძემ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის სტიპენდია მოიპოვა.
იგი ერთთვიანი კვლევითი ვიზიტით გაემგზავრება ფორცეიმის უნივერსიტეტში (გერმანია) და შეისწავლის მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო შესაძლებლობების განვითარების პროცესს გერმანიის მაგალითზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს მას ამ წარმატებას და უსურვებს წინსვლას აკადემიურ საქმიანობაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება