2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 20 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.
შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 16 თებერვლამდე.
უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამაგისტრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 20 იანვრიდან 7 მარტის ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.
შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 9 მარტის ჩათვლით.
შენიშვნა: შიდა მობილობის განხორციელების პროცესში მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება აქვს სტუდენტს, რომელსაც აქტიური სტატუსით დასრულებული ბოლო სემესტრის GPA აქვს 3,0-ზე მეტი და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვს ინგლისური ენა.
შიდა მობილობით გადასვლის მსურველმა სტუდენტებმა, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მითითებული განცხადების ფორმა ელექტრონულად და გადააგზავნოთ თქვენი ფაკულტეტის (ამჟამინდელი) ელ. ფოსტაზე:
Info.medgeo@ciu.edu.ge - (ქართულენოვანი სტუდენტებისთვის)
Info.medicine@ciu.edu.ge - (უცხოენოვანი სტუდენტებისთვის)
Info.business@ciu.edu.ge
Info.law@ciu.edu.ge
Info.social@ciu.edu.ge
Info.agro@ciu.edu.ge
P.S. თუ სახელი და გვარი არ იდენტიფიცირდება სტუდენტის მეილთან, ის განცხადება არ განიხილება! (გთხოვთ, განცხადება გადმოაგზავნოთ პირადი ელ.ფოსტიდან).
განცხადების ფორმა ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.
განცხადების ფორმა უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამაგისტრო პროგრამებისთვის.
სტატუსშეჩერებული სტუდენტების შემთხვევაში, შიდა მობილობის განხორციელებამდე (განცხადების გადმოგზავნამდე), გთხოვთ, ასევე დაწეროთ განცხადება სტატუსის აღდგენის თხოვნით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება