ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრები გამორჩეულ და წარმატებულ ქალ ლიდერებთან, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან სამართლის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და დიპლომატიის დარგში.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - ეკატერინე ჭალაგანიძე; ლექტორი, ამერიკისმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი - ეკა ბერაია და CIU-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
შეხვედრა მიეძღვნა ქალთა როლს დიპლომატიაში და ასევე მათ ღვაწლს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხებში.
შეხვედრის შემდეგ წარმატებულ ამერეკილ ქალ დიპლომატებთან გაიმართა დისკუსია ამავე თემაზე, სადაც CIU-ს სტუდენტებმა აქტიურად მიიღეს მონაწილება, მათ დასვეს კითხვები და მიიღეს საინტერესო პასუხები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება