6 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის მიერ გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი, ვახტანგ წივწივაძე და კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, პროფესორი ზვიად გაბისონია.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში ენოტურიზმის განვითარების პერსპექტივები და მასში მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციისა და აკადემიური სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა.
შეხვედრის ფარგლებში ენოტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ხოსე ანტონიო ვიდალმა, მხარეებს გააცნო ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კი ისაუბრეს უნივერსიტეტის ხედვაზე ენოტურიზმის სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განვითარების მიმართულებით. თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო ღვინის ტურიზმის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება