12 აპრილს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, საკონსულტაციო საბჭოს წევრი უნივერსიტეტების მიერ დასახელებულ დარგობრივ ექსპერტებსა და ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან გაცნობითი სახის შეხვედრა (online) გაიმართა.
შეხვედრას ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, ნინო პავლიაშვილი და დირექტორის მოადგილე ანა ტრაპაიძე უძღვებოდნენ.
საბჭოს ასევე ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის სხვა თანამშრომლები და საბჭოს წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები (დარგობრივი ექსპერტები და ბიბლიოთეკარები) მათ შორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი.
შეხვედრის დღის წესრიგს წარმოადგენდა:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ყოველწლიურად ამდიდრებს საბიბლიოთეკო ფონდებს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული მასალით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული ფონდის გამდიდრება და შევსება. აკადემიური საზოგადოების ინტერესის უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ჩამოაყალიბა საკონსულტაციო საბჭო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საკონსულტაციო საბჭოს წევრობა და ფონდების შერჩევითი დიგიტიზაცია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება