16 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის სამმართველოს ატაშე, ერეკლე იანტბელიძე შეხვდა.
ახალგაზრდა დიპლომატმა სტუდენტებს საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე ესაუბრა და გააცნო ის უნარ-ჩვევები, რაც მათ პროფესიული დასაქმების მიმართულებით გამოადგებათ, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
საჯარო შეხვედრას მოდერაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ გაუწია.
შეხვედრა გაიმართა სასწავლო კურსის - „მეტადიპლომატია“ - ფარგლებში, რომელსაც ლექტორები: გოჩა ჯავახიშვილი და გიორგი ფარეშიშვილი უძღვებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება