16 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან. საღამოზე ავტორმა წაიკითხა ლექსები თავისი შემოქმედებიდან და გაიხსენა ისტორიები, რომლებიც ამ ლექსების დაწერას უკავშირდება. აუდიტორიას თავისი ემოციები გაუზიარეს როგორც სტუდენტებმა, ისე ლექტორებმა, რომლებმაც პოეტს მადლობა გადაუხადეს მისი შემოქმედებისა და უნივერსიტეტში სტუმრობისთვის.
საღამოზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი კითხვები დაესვათ პოეტისთვის. შეხვედრას მოდერირებას რექტორის მრჩეველი და ტარიელ ხარხელაურის ბოლო კრებულის რედაქტორი, გიორგი ფარეშიშვილი უწევდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება