4 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ეკატერინე ჭალაგანიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოადგილეს, ნიკოლოზ მელქაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმები განიხილეს, რომლებიც ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების განვითარებასა და სხვადასხვა სამეცნიერო-შემეცნებითი პროექტების განხორციელებას ეხება. ასევე ისაუბრეს CIU-ის სტუდენტების თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში პრაქტიკის გავლის საკითხზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პერსონალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მიიწვიეს, რომელიც კონფლიქტების თანამედროვე ტრანსფორმაციას ეხება. კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდება სიმულაციური მოდელირება აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე. აღნიშნული კონფერენცია და სიმულაციური მოდელირება პოლონეთში ჩატარდება, რომლის ერთ-ერთი თანაორგანიზატორიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება