14 ოქტომბერს, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) დამფუძნებლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ვახტანგ წივწივაძე და უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ესპანეთში ქეთევან გორგილაძე, მადრიდში, მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტ ანტონიო ვიდალის შეხვდნენ.
შეხვედრაზე პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციასთან არსებული აკადემიის სამომავლო მუშაობაში მსოფლიო აკადემიის როლს. განიხილეს ერთობლივი ტრენინგებისა და პროფესიული კურსების ჩატარების გზები, სადაც მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაცია თანამონაწილე ორგანიზაცია იქნება. ასევე, ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო გეგმებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის აქტიური ჩართვის საკითხებზე.
შეხვედრის ფარგლებში, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისთვის, საქართველოში, მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის საპასუხო ვიზიტი დაიგეგმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება