29 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, სამხრეთ კორეიდან ინჰას უნივერსიტეტის წარმოდგენლებს შეხვდა.
სამხრეთ კორეული დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი: ჯანგჰო კიმი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი (Mr. Jungho Kim, Dean of International Affairs), ჯეილ ჩო, ინჰას უნივერსიტეტის საპროექტო ჯგუფის მენეჯერი (Mr. Jaeil Cho, Manager of IUT Project Group), მამადიევ გაირატი, ტაშკენტის ინჰას უნივერსიტეტის გლობალური განათლების ცენტრის მენეჯერი (Mr. Mamadiyev Gayrat, Manager of IUT Global Education Center).
შეხვედრას ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი უცხოურ უნივერსიტეტებსა და სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით სვეტლანა კირაკოსიანი.
შეხვედრაზე სტუმრებმა მოკლე ვიდეორგოლით გააკეთეს პრეზენტაცია ინჰას უნივერსიტეტის შესახებ, ასევე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები - თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება; სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელება; ერთობლივი კვლევები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება